Alternate Text

ბოლო სიახლეები

  • აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და OSHA-ს წარმომადგენლების მიერ გამართული ტრენინგები
    მიმდინარე წლის 12-16 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ს უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს (OSHA) წარმომადგენლებმა, მეცნიერებათა დოქტორებმა: ფრიმანი, მოშერი, სიმპსონი და რაიტი, ტრენერების მომზადება-გადამზადების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარეს ტრეინინგები შრომითი გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ღონისძიება გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სს ,,საქართველოს რკინიგზა“-სა და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” -ს შორის მიღწეული შეთანხმების, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დაფუძნებისა და შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისა და ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიერ US Millennium Challenge Corporation (MCC) მოპოვებული გრანტის ფარგლებში.
    სრულად
  • ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დარბაზში გამართული შეხვედრები
    2017 წლის 10-16 მაისს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დარბაზში გაიმართა ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროგრამების ანალიზის დოკუმენტების შემუშავების, ასევე, კოლეჯის სასწავლო მეთოდოლოგიისა და მასალების შესახებ სამუშაო შეხვედრები.
    სრულად
  • DB engineering & consulting GmbH-ის მიერ გამართული შეხვედრები
    მიმდინარე წლის 27-31 მარტს, ქ. თბილისში გაიმართა DB engineering & consulting GmbH-ის მიერ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისთვის სასწავლო პროგრამებისა და მასალების რევიზიის შედეგების განხილვა და დუალური სწავლების მეთოდოლოოგიის სამუშაო შეხვედრები.
    სრულად
  • „საქართველოს რკინიგზა“ და გერმანიის რკინიგზის შვილობილი კომპანია DB E&C
    სს „საქართველოს რკინიგზასა“ და გერმანიის რკინიგზის შვილობილ კომპანია DB E&C შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად გერმანიის მხარე უზრუნველყოფს შემუშავებული მოდულური პროგრამების გადახედვას და რეკომენდაციების მოწოდებას ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისთვის სწავლების დუალური მეთოდის მიდგომების გათვალისწინებით.
    სრულად