სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მისია

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მისიაა, თანამედროვე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის, ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი, კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრებით საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში და მათი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და წარმატებული დასაქმებისათვის პირობების შექმნა. კოლეჯის ხედვაა, იყოს ლიდერი სასწავლებელი რეგიონში სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში, სტუდენტების დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით, პროფესიონალი პედაგოგებით, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებითა და მრავალფეროვანი პარტნიორობით. კოლეჯის ფასეულობები და სამუშაო პრინციპებია:
• ინდივიდუალური მიდგომა ყოველი სტუდენტისადმი;
• სწავლის პროცესში განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზე - ,, სწავლა კეთებით“;
• თანამშრომლობითი, კომფორტული და ესთეტიური სასწავლო გარემოს შეთავაზება;
• მოტივირებული პედაგოგების კორპუსის შექმნა, როგორც მნიშვნელოვანი რესურსისა;
• სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის უზრუნველყოფა და შრომის ბაზარზე ორიენტაცია;
• ინოვაციურობა და პროგრესულობა.