სტუდენტების მოზიდვა და პროფორიენტაცია

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მენეჯმენტი მუდმივად იზრუნებს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე. კერძოდ, ჩაატარებს ღია კარის დღეებს, კონსულტაციებსა და გასაუბრებს აპლიკანტებთან და სტუდენტებთან, შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან და მშობლებთან, რეკლამას გაავრცელებს მედია საშუალებებით, კოლეჯის ვებგვერდზე განთავსდება როგორც პროფესიების კატალოგი, ინფორმაცია პროფესიული კოლეჯის სასწავლო პროგრამების შესაბამისობაზე ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ასევე, თითოეული სპეციალობის აღწერა, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები და სტატისტიკური მონაცემები. ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მენეჯმენტი გეგმავს ჩაატაროს ინდივიდუალური კონსულტაციები პიროვნების შესაძლებლობებისა და თავისუფლებების სოციალურ-გენდერული და შეზღუდული უნარების მქონე პირების განათლებისა და დასაქმების თვალსაზრისით, გააცნოს მათ შრომის ბაზრის მოთხოვნები, პიროვნებასთან ერთად შეარჩიოს პროფესიული სასწავლო პროგრამა ან/და მოდულები. მოახდენს პიროვნების საჭიროებისა და მათი ინტერესების შესაბამისად სამუშაო მაძიებელთა პროფესიული სწავლების გაღრმავებას, სერტიფიცირებული მოდულების შერჩევას. ჩავატარებთ კონსულტაციებს თვითდასაქმებისა და შემდგომი სწავლის დაგეგმვის საკითხებზე, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. წარმატებულ სტუდენტებს გაეწევა რეკომენდაციები დამსაქმებელთან. სწავლების დუალური მეთოდის გამოყენება გულისხმობს, რომ კოლეჯი მჭიდრო თანამშრომლობაში იქნება დამსაქმებელთან, შესაბამისად, სტუდენტს სწავლის პროცესშივე შევუქმნით სრულ წარმოდგენას მისი მომავალი პროფესიული საქმიანობის შესახებ და ამასთანავე, მუდმივად მოვიძიებთ მათთვის მიმდინრე ვაკანსიებს მაპროფილებელ საწარმოებსადა კომპანიებში, მივაწვდით ამ ინფორმაციას სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. გავუკეთებთ ორგანიზებას სტუდენტების სასწავლო და საწარმო პრაქტიკას, მოვახდენთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მონიტორინგს. შევქმნით საინტერესო პრეცენდენტს კურსდამთავრებულთა ჯგუფებად დასაქმებისათვის (მათთვის ახალი ბაზის მოწყობა). კოლეჯი პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვისთვის მოიძიებს და გამოიყენებს ინფორმაციას ყველა სიახლეზე და მისი რეალიზაციის შესაძლებლობებზე, რაც სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის დაინტერესებულ პირს პროფესიული არჩევანისას. კოლეჯის სტუდენტებს საწყის ეტაპზევე ექნებათ საშუალება მიიღონ მრავალმხრივი კონსულტაციები. პროფკონსულტაცია ეხმარება ახალგაზდებს და ზრდასრულებს შრომის ბაზრის ანალიზში და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში. სტუდენტებთან ამ საკითხების ანალიზი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სწავლის პერიოდშვე და დაეხმარება მათ წარმატებულად დასაქმებაში. კოლეჯი ორგანიზებულად და ეფექტურად გამოიყენებს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ბაზას სასწავლო პროცესში და სასწავლო-საწარმოო პრაქტიის, რაც გაზრდის სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობას. კოლეჯი ასევე განახორციელებს ყველა იმ მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს, რაზეც იქნება მოთხოვნა როგორც სს ,,საქართველოს რკინიგზიდან“, ასევე მისი შვილობილი კომპანიებიდან და მონათესავე პროფილის საწარმოებიდან. კოლეჯის ფუნქციონირება განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში, სადაც შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ მოამზადოს კვალიფიციური კადრები და შეივსოს შრომის ბაზარი კვალიფიცირებული კონტიგენტით. კარიერისა და პროფორიენტაციის სისტემა აპლიკანტებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას შეუქმნის გაეცნონ პროფორიენტაციულ მასალებს, ისარგებლონ ინტერნეტ რესურსებით და მოიძიონ სამსახური.