• DB engineering & consulting GmbH-ის მიერ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შენობაში ჩატარებული ტრენინგები
    ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიულ მასწავლებელთა ტრენერებისთვის 2017 წლის 25 სექტემბრიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით, სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შენობაში, ტარდება ტრეინინგები DB engineering & consulting GmbH-ის მიერ
    სრულად
  • აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და OSHA-ს წარმომადგენლების მიერ გამართული ტრენინგები
    მიმდინარე წლის 12-16 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ს უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს (OSHA) წარმომადგენლებმა, მეცნიერებათა დოქტორებმა: ფრიმანი, მოშერი, სიმპსონი და რაიტი, ტრენერების მომზადება-გადამზადების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარეს ტრეინინგები შრომითი გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ღონისძიება გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სს ,,საქართველოს რკინიგზა“-სა და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” -ს შორის მიღწეული შეთანხმების, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დაფუძნებისა და შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისა და ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიერ US Millennium Challenge Corporation (MCC) მოპოვებული გრანტის ფარგლებში.
    სრულად
  • ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დარბაზში გამართული შეხვედრები
    2017 წლის 10-16 მაისს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დარბაზში გაიმართა ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროგრამების ანალიზის დოკუმენტების შემუშავების, ასევე, კოლეჯის სასწავლო მეთოდოლოგიისა და მასალების შესახებ სამუშაო შეხვედრები.
    სრულად
  • DB engineering & consulting GmbH-ის მიერ გამართული შეხვედრები
    მიმდინარე წლის 27-31 მარტს, ქ. თბილისში გაიმართა DB engineering & consulting GmbH-ის მიერ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისთვის სასწავლო პროგრამებისა და მასალების რევიზიის შედეგების განხილვა და დუალური სწავლების მეთოდოლოოგიის სამუშაო შეხვედრები.
    სრულად
  • ხელშეკრულება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯსა და შპს გრანიტს შორის
    2017 წლის 23 იანვარს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯსა და კოლეჯის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ შპს გრანიტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით რვა თვის განმავლობაში განხორციელდება შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები
    სრულად
  • „საქართველოს რკინიგზა“ და გერმანიის რკინიგზის შვილობილი კომპანია DB E&C
    სს „საქართველოს რკინიგზასა“ და გერმანიის რკინიგზის შვილობილ კომპანია DB E&C შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად გერმანიის მხარე უზრუნველყოფს შემუშავებული მოდულური პროგრამების გადახედვას და რეკომენდაციების მოწოდებას ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისთვის სწავლების დუალური მეთოდის მიდგომების გათვალისწინებით.
    სრულად
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და 2015 წლის 04 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაარსდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ახალი კადრების მოდულური პროფესიული პროგრამებით მომზადება დარგში დანერგილი ახალი ტექნოლოგიებისა და სიახლეების გათვალისწინებით. ასევე, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების გადამზადების უწყვეტი პროცესის განხორციელება.
    სრულად